შერმადინის და სანიკიძის სუპერსტარტი ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის, ACB ლიგის პირველი ტურის მატჩში "სარაგოსა" "ბილბაო ბასკეტს" ესტუმრა და 86:77 მოიგო.

სრული ტრიუმფი მოიწყვეს არაგონელთა ქართველმა ახალწვეულებმა, გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ.

სტუმართა 19-მა ნომერმა შერმადინმა მოედანზე 24,8 წუთი დაჰყო - მის ანგარიშზე 20 ქულაა, აღსანიშნავია, რომ თამაშიდან გიორგიმ ყველა (!) სროლა ჩააგდო.

შერმადინმა 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 პასი გააკეთა. ქულებით და მოხსნებით ქართველმა გამარჯვებულთა რიგებში ყველას აჯობა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტიც მას ყველაზე მაღალი ჰქონდა - 29.

ერთ-ერთ ეპიზოდში შერმადინმა ძალზე ეფექტურად
ჩატენა, რითაც პუბლიკის და სპეციალისტების აღფრთოვანება გამოიწვია

დიდებულად ითამაშა სანიკიძემაც, რომლის ანგარიშზეც 29,2 წუთში 11 ქულა 5 მოხსნა და 2 პასია. ვიქტორი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მესამე იყო გუნდში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული