"სარაგოსას" მწვრთნელმა მატჩის შემდეგ შერმადინზე აღფრთოვანებულმა ილაპარაკა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველთა "სარაგოსამ" სტუმრად "ბილბაო" ბასკეტი" დაამარცხა - 86:77.

ორივე ჩვენებურს ესპანეთში დიდებული დებიუტი ჰქონდა: გიორგი შერმადინმა 20 ქულას, 7 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ - 11 ქულას, 5 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას.

მატჩის შემდეგ "სარაგოსას" თავკაცი ხოსე ლუის აბოსი უბრალოდ აღფრთოვანებული იყო შერმადინით:

"ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მოედნის ორივე მხარეს - შეტევაშიც და დაცვაშიც. ძალიან შეეწია გუნდს მოხსნებით და უბადლო იყო შეტევაში.

როცა მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ, ვიცოდით,
რამხელა სარგებელი შეიძლებოდა მოეტანა შერმადინს გუნდისთვის. იმედია, ყველაფერი ასევე გაგრძელდება მომავალშიც"


ასევე იხილეთ:
შერმადინის და სანიკიძის სუპერსტარტი ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული