"მარკამ" გიორგი შერმადინი ტურის მე-2 ვარსკვლავად დაასახელა

AutoSharing Option
გაზეთმა "მარკამ" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას I ტურის 10 საუკეთესო ვარსკვლავი დაასახელა. სასიხარულოა, რომ ათეულში ორი ქართველია - გიორგი შერმადინი მე-2 ადგილზე და ვიქტორ სანიკიძე - მერვეზე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მათმა "სარაგოსამ" სტუმრად დაამარცხა "ბილბაო ბასკეტი", შერმადინი კი იმ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

"მარკას" ათეულში გიორგის მხოლოდ რასმუს ლარსენმა აჯობა. 18 წლის დანიელი "ლა ბრუიხას" 21 ქულით და 13 მოხსნით შეეწია.

გიორგი შერმადინი "სარაგოსას" 20 ქულით, 7 მოხსნით და 2 პასით შეეწია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო.

"სარაგოსამ" მისი შეძენით ძალიან დიდი საქმე გააკეთა. შერმადინმა პირველივე მატჩში დაამტკიცა, რა შეუძლია. გიორგი დომინირებდა ფარზე, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მას კარგად შეუძლია მოხსნა და სროლა ახლო მანძილიდან (8-დან 8 ჩააგდო) და ძალიან კარგი წყვილი შექმნა თანამემამულე ვიქტორ სანიკიძესთან"
, - წერს "მარკა".

როგორც მოგახსენეთ, სანიკიძე მე-8 ადგილზე გავიდა - 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი (17 მქკ).

"ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო. მძიმე ფორვარდის კვალობაზე ძალიან კარგი უნარი გამოავლინა შორი მანძილიდან სროლაში. ყველაზე მეტად თვალს სჭრის, რომ ძალიან კარგად უგებდა თანამემამულე შერმადინს მოედანზე. მათ ბრწყინვალე ტანდემი შექმნეს", - ისევ "მარკა".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - "კახასოლის" ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს.

ასევე იხილეთ:
შერმადინის და სანიკიძის სუპერსტარტი ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული