შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მათმა "სარაგოსამ" სტუმრად დაამარცხა "ბილბაო ბასკეტი", შერმადინი კი იმ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
"მარკას" ათეულში გიორგის მხოლოდ რასმუს ლარსენმა აჯობა. 18 წლის დანიელი "ლა ბრუიხას" 21 ქულით და 13 მოხსნით შეეწია.
გიორგი შერმადინი "სარაგოსას" 20 ქულით, 7 მოხსნით და 2 პასით შეეწია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო.
როგორც მოგახსენეთ, სანიკიძე მე-8 ადგილზე გავიდა - 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი (17 მქკ).
"ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო. მძიმე ფორვარდის კვალობაზე ძალიან კარგი უნარი გამოავლინა შორი მანძილიდან სროლაში. ყველაზე მეტად თვალს სჭრის, რომ ძალიან კარგად უგებდა თანამემამულე შერმადინს მოედანზე. მათ ბრწყინვალე ტანდემი შექმნეს", - ისევ "მარკა".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი თამაშობს - "კახასოლის" ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს.
ასევე იხილეთ:
შერმადინის და სანიკიძის სუპერსტარტი ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]