ზაზა ფაჩულიას ზურგზე თვალები აქვს - ფანტასტიკური ორქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
ასეთი რამ ნბა-შიც ხდება... "ტორონტო რეპტორზისა" და "მილუოკი ბაქსის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ იატაკი არ იყო სათამაშოდ ვარგის მდგომარეობაში.

შეხვედრის დასაწყისშივე რამდენიმე მოთამაშეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს, 20 წუთში კი გამოცხადდა, რომ შეხვედრა აღარ გაგრძელდებოდა. "მილუოკი" "ტორონტოს" 14:9 უგებდა.

არადა, ეს გახლდათ ორივე გუნდისთვის ბოლო საგამოფენო მატჩი. ნბა-ს სეზონი 1 ნოემბერს იწყება, გუნდები კი მზადების ბოლო ეტაპს გადიან.

პირველად, რაც "მილუოკიში" გა
დავიდა, ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. წინა 2 შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა და ბევრად აჯობა სასტარტო ლარი სანდერსს.

ფაჩულიამ მშვენივრად დაიწყო "ტორონტოსთან" მატჩი და მოედანზე გატარებულ 6 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი ორქულიანი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არც ერთ გუნდს ჯერ შეცვლაც არ ჰქონდა გაკეთებული, როცა თამაშის მე-7 წუთზე მატჩი შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მილუოკის "ჰარის ბრედლის" არენა მატჩის გასამართად მზად არ აღმოჩნდა.

ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩს "მილუოკი" 1 ნოემბერს ბოსტონში, "სელტიქსთან" გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა საქართველოს სიამაყეა.ასეთი თამაში მსოფლიოს არცერთ მოტამასისაგან არ მინახია.
elva
11:27 27-10-2013
0
ზაზა საქართველოს სიამაყე ხარ.
elva
11:28 27-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული