გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" სტუმრად "მონბუსი" 82:86 დაამარცხა, რაშიც ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.
კომპოსტელაში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. სარაგოსელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს დასკვნითი წუთები და 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ჯამში 26:24 წუთი გაატარა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც
ვიქტორ სანიკიძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე მისთვის სტანდარტული 25 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
2 მოგებითა და 1 მარცხით "სარაგოსა"ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 3 ნოემბერს, "ლაბრუიხას" წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: www.gbf.ge