მაგალითად, ახალ სეზონს ლევან შენგელია "ალბანისთან" ერთად დაიწყებს. შარშან იგი "როდ აილენდში" გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ ფხაკაძე "ვერმონტიდან" "ფეარმონტში" გადავიდა, ხოლო ასევე ნაკრებელი დუდა სანაძე მეორე წელია "სან დიეგოს" უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა თამაშის უფლება მხოლოდ ამ სეზონში მისცეს და პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ეს გახლდათ საკონტროლო მატჩი, თუმცა, ამერიკული წესებით, თამაშის შედეგი საერთო რეიტინგში შედის.
"სან დიეგოს" მაისურით დუდას დებიუტი წარმატებული გამოდგა: "მონტერეისთან" საშინაო
ესპანეთი
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ღირებული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა სანიკიძე-შერმადინის "სარაგოსამ". ამ საქმეში ქართველთა წვლილი 27 ქულა იყო. არაგონელებმა კი მხოლოდ 4 ქულის სხვაობით მოიგეს. მათ ესპანეთის ჩემპიონატში 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ. ორივე შემთხვევაში სტუმრად იყოჩაღეს.
სამი ტურის შემდეგ ჯერ მოგება არა აქვს "კახასოლს", რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ბექა ბურჯანაძე ასპარეზობს. 2 ნოემბერს სევილიელები "ლაბორალ კუტხას" (2 მარცხი) უმასპინძლებენ, ხოლო "სარაგოსა" "ლა ბრუიქსას" მიიღებს.
თურქეთი
გადახედეთ ლეგიონის ცხრილს: ჩვენიანთა გუნდებმა 8 წააგეს, 4 მოიგეს. არადა, რეალური იყო, მოგება-მარცხის თანაფარდობა ტოლი ყოფილიყო (6/6). საქმე ის არის, რომ თურქეთის ჩემპიონატში გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ". ამავე გუნდს ევროლიგაზე შეეძლო მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპიაკოსის" დამარცხება, მაგრამ ბოლო წუთებზე ბერძენთა სამქულიანებს ვერაფერი მოუხერხა.
რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, იგი გუნდის საკვანძო კალათბურთელია, ბოლო წუთებს ყოველთვის მოედანზე ატარებს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაშს საკუთარ თავზე ხშირად არ იღებს.
ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ევრობასკეტის შემდეგ მანუ კოჭის ტრავმას მკურნალობდა და ოპტიმალური ფორმისთვის ჯერ არ მიუღწევია.
უკრაინა
გასულ კვირას უკრაინის ჩემპიონატში ქართველთა გუნდებს არ უთამაშიათ. სამაგიეროდ, გიორგი ცინცაძის "დონეცკი" (ვითიბი ლიგაზე) ესტონეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ "კალევისგან" სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა და დაგვანახვა, რომ დონეცკელებს შეთამაშება აკლიათ - ესტონელებმა მესამე პერიოდში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.
ასეა თუ ისე, ცინცაძის თანაგუნდელები A ჯგუფში 2 მოგებითა და ერთი მარცხით მესამე ადგილზე არიან.
ფინეთი
ბურჯანაძის "კახასოლის" მსგავსად, წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა გივი ბაქრაძის "ლაპუა კორიკობრატს". ბოლო ტურში, "ლაჰტთან" ლაპუელები ძალიან ახლოს იყვნენ პირველ მოგებასთან, მაგრამ თავად მოედნიდან მაინც თავჩაღუნულნი გამოვიდნენ - 75:78.
გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ გივი ფინეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტო ხუთეულშია და სათამაშო დროც საკმარისად აქვს.
მოთამაშე გუნდი შეჯიბრება თარიღი მეტოქე შედეგი წთ მ პ ჩ დ შ ქ
ზაზა ფაჩულია მილუოკი NBA 23.10 - ნიუ იორკი 105:95 მ 21 9 5 0 0 0 7
25.10 - ტორონტო გაუქმდა
მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაი ევროლიგა 24.10 - ოლიმპიაკოსი (საბ) 67:78 წ 23 5 2 2 0 1 7
თურქეთის ჩემპ. 26.10 ალიაღა - 77:69 წ 19 2 0 0 0 1 8
ვიქტორ სანიკიძე სარაგოსა ევროთასი 23.10 ალბა - 71:68 წ 24 3 1 0 1 1 4 ესპანეთის ჩემპ. 27.10 ბლუსენსი - 86:82 მ 24 2 2 0 0 2 14
გიორგი შერმადინი სარაგოსა ევროთასი 23.10 ალბა (გერ) - 71:68 წ 26 6 1 0 0 2 14
ესპანეთის ჩემპ. 27.10 ბლუსენსი - 86:82 მ 26 6 1 1 0 1 13
ბექა ბურჯანაძე კახასოლი ესპანეთის ჩემპ. 26.10 ვალიადოლიდი - 81:68 წ 3 1 0 0 0 0 1
გიორგი ცინცაძე დონეცკი ვითიბი ლიგა 27.10 კალევი - 86:80 წ 18 2 1 1 0 6 3
გივი ბაქრაძე ლაპუა ფინეთის ჩემპ. 23.10 კტპ - 92:73 წ 23 5 3 0 0 3 2
26.10 - ლაჰტი 75:78 წ 28 2 5 2 0 1 0
დუდა სანაძე სან დიეგო NCAA (აშშ) 26.10 - მონტერეი 90:81 მ 23 5 1 2 1 2 16
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"