ზაზა ფაჩულიამ რეალიზებული საჯარიმოები "დალასთან" 1500-მდე დაამრგვალა

AutoSharing Option
ფეხბურთში წარმატებულ მეკარეებს უთვლიან, რამდენი წუთით შეინახავს კარს მშრალად. შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მსოფლიოს საუკეთესო შედეგს ადარებენ და მსჯელობენ გაუთავებლად.

ზაზა ფაჩულიას რეკორდი მსოფლიოს მასშტაბისა არ არის, მაგრამ NBA-ში პირადი მაჩვენებელი გაიუმჯობესა - მას მოედანზე გატარებულ 137 წუთში საჯარიმოს ხაზიდან ბურთი ერთხელაც არ აუცილებია. ამ დროში ზაზამ 23-ჯერ სტყორცნა, 10 ნოემბერს კი, "დალას მავერიქსთან" სეზონის 24-ე საჯარიმო ვერ გამოიყენა და მისი სერიაც აქ შეწყდა.

საინტერესო დამთხვევაა: 29 წლის ქართველმა ცენტრმა რეალიზებული საჯარიმოები სწორედ "დალასთან" დაამრგვალა - 1500-ე ჩააგდო.

რადგან შეტევაზე ვლაპარაკობთ,
იმასაც დავამატებთ, რომ ფაჩულიამ და მისმა მილუოკელმა თანაგუნდელებმა შეტევაში მავერიქსელებს ვერ აჯობეს. გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე დირკ ნოვიცკიმ და მისმა მეგობრებმა გამოიჩინეს და "მილუოკი ბაქსი" საკუთარ მოედანზე 91:83 დაამარცხეს.

2 მოგებითა და 3 წაგებით "მილუოკი" საპლეიოფო რვაეულის ქვემოთაა, თუმცა სეზონი ახლახან დაიწყო, ჯერ შანსებზე მსჯელობა ადრეა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბაქსს" ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი აკლია: ერსან ილიასოვა, ლარი სენდერსი, ლუკ რიდნური.

12 და 13 ნოემბერს ზაზას გუნდი ფლორიდაზე "ჩაისეირნებს": ჯერ "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება, შემდეგ - "ორლანდო მეჯიქს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი ქულა აიღო, როგორ ითამაშა, სტატისტიკა დადეთ რა
irakli
00:43 12-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული