ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" კვლავ ოვერტაიმში წააგო

AutoSharing Option
ფაჩულიას გუნდის ოვერტაიმში წაგებული მორიგი მატჩი. "მილუოკი ბაქსმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და დამატებით დროში - 92:100 წააგო.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 87:87 დასრულდა, თუმცა ოვერტაიმში სტუმრებმა იძალეს და "მილუოკიმ" ზედიზედ მე-10 მარცხი განიცადა.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 36:13 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა აქტიური იყო ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოპოვებაში და მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი - 10 მოხსნა მიითვალა.

ზაზამ 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონელთაგან საუკეთესო
პოლონელი მარცინ გორტატი იყო, რომელმაც 12-დან 11 ორქულიანი ჩააგდო და თავი მთლიანობაში 25 ქულას მოუყარა.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზეა დალექილი და დიდი ძალისხმევა მოუწევს, აუტსაიდერობას რომ თავი დააღწიოს. მორიგი შეხვედრა მილუოკელებს შარლოტში, 29 ნოემბერს ელით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული