ქართველი ცენტრი მყარად დამკვიდრდა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე ბევრ დროს აღარ ატარებს. ამჯერად მან 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩჭრა მოაგროვა.
ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთჯერ დაკარგა.
ფაჩულია მთელს ნბა-ში მე-6 ადგილზეა საჯარიმო სროლების ზუსტად შესრულებაში.
რამდენიმე დღის წინ ზაზა პირველი იყო 94 პროცენტით.
2 მოგება-13 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი 1-ელ დეკმებერს, გამთნიისას, შინ "ბოსტონთან" აქვს.
წყარო: www.gbf.ge