მილუოკელებმა ნავსი შინ, "ბოსტონთან" შეხვედრაში გატეხეს. ქართველი ცენტრის გუნდმა "სელტიქსი" 92:85 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთულში არ ყოფილა. მისი ადგილი ხუთულში ჯონ ჰენსონმა დაიკავა, რომელმაც 34 წუთში 13-13 ქულა-მოხსნა დააგროვა. ზაზამ 22 წუთი ითამაშა და 2 ქულას, 5 მოხსნას, 3 პასს და 1 დაფარებას დასჯერდა. ფაჩულიამ 4 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო კი ზუსტად გამოიყენა. საუკეთსო კი ბრენდონ ნაითი გახლდათ 20 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით.
ამ გამარჯვებამ მილუოკელები ცხრილში ვერ დააწინაურა. 3
წყარო: gbf.ge