ოსური კლუბის ბედი ჩვენთვის საინტერესო იმით არის, რომ 2012 წლის ოქტომბერში იქ მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი სპორტული დირექტორის როლში დაბრუნდა, ამ ზაფხულს კი "ალანიაში" საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ჩაირიცხნენ.
...მაგრამ კლუბს გაუჭირდა და "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი საფიქრალს მისცემია - რა მოუხერხოს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ყველაზე პოპულარულ კლუბს. მან ისიც კი დაიქადნა - თუ
კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ლოგიკური შედეგი იყო, ვლადიკავკაზელები 23 ნოემბერს ვლადივოსტოკში "ლუჩ ენერგიასთან" საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაზე რომ არ გამოცხადდნენ - გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე ჩამოქვეითდა.
მერე გაირკვა, რომ "ალანია" იანვარში მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრება. რა ხდება რეალურად კლუბში და რა ბედი ელით ვლადიკავკაზელ ჩვენებურებს?
ამის გასარკვევად "ლელო" ვლადიმერ გუცაევს დაუკავშირდა:
"ყველამ იცის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კლუბი - 7 თვის დავალიანება დაგროვდა და ამის მიუხედავად, "ალანია" პირველ ლიგაში მაინც წარმატებით თამაშობდა. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ. ასეთ ვითარებაში ეს პატარა საქმე არ არის.
დავრჩებით თუ არა მე, ხოჯავა და მარცვალაძე "ალანიაში", პირდაპირაა დამოკიდებული სიტუაციის გამოსწორებაზე. კლუბს ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა აფინანსებს.
ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ ის წარმატებით დასრულდება, ხომ კარგი, თუ არა და, "ალანია" დაიშლება და ყველას წამოსვლა მოგვიწევს.
პრობლემა ის არის, რომ თავად რესპუბლიკას კლუბის შესანახად აუცილებელი სოლიდური თანხა არ გააჩნია, მაგრამ პრობლემა უფულობა ნამდვილად არ არის და არც ყოფილ გენერალურ სპონსორს, "რუსჰიდროს" უთქვამს პატრონობაზე უარი.
კომპანიის ხელმძღვანელები "ალანიას" შეძენით დაინტერესდნენ, აქციათა სრული პაკეტის გამოსყიდვა სურთ და არა - მხოლოდ სპონსორობა. ამაზე მიდის მოლაპარაკება და ჩვენც მის შედეგებს ველოდებით", - ამბობს გუცაევი.
როცა კლუბის ბიუჯეტით დავინტერესდით, გუცაევმა გვითხრა:
"კარგად მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს. პირველი ლიგის ნორმალური (და არა - ძლიერი) კლუბის შესანახად 40 მილიონი დოლარი მაინც არის საჭირო.
ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი 100 ათას დოლარსაც აღწევს. ბევრია ისეთი, ვისაც 70, 60 და 50 ათასი დოლარი აქვს.
ასე რომ, პატარა თანხაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რუსეთის პირობებში ეს მიუწვდომელი ნამდვილად არ არის. სწორედ ამით ასწიეს ჩემპიონატის და, ზოგადად, ფეხბურთის დონე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"