დნეპროძერჟინსკელები ამ გამარჯვებას 8 ტური ელოდნენ და ზედიზედ წაგებების შემდეგ მოგების გემო მე-9 შეხვედრაში გაიგეს.
ფაცაციას გუნდმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოიპოვა. მოგება განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ ის "აზოტმა" სტუმრად მოიპოვა. დნიპროძერჟინსკელები მე-4 ადგილზე მყოფ "გოვერლას" ივანო-ფრანკოვსკში ესტუმრნენ და მასპინძლები 79:78 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტი - 38.34 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაცაციამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-
მიუხედავად მოგებისა, "დნიპროაზოტმა" ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია. მომდევნო მატჩი ფაცაციას გუნდს 15 დეკემბერს, სტუმრად, "გალიჩინასთან" ელის.
წყარო: gbf.ge