ესპანეთში სანიკიძე-შერმადინმა წააგო, ბურჯანაძემ კი მოიგო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" ესპანეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან წააგო. არაგონელები მათსავით 5 მოგების მქონე "გიპუზკოას" შეხვდნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდნენ, მაინც უიმედოდ - 67:92 დამარცხდნენ.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო: სანიკიძემ 22 წუთი ითამაშა და 3 ქულას დასჯერდა. ვიქტორმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 3 ქულასთან ერთად მას 2 მოხსნა დაუგროვდა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.

რაც შეეხება შერმადინს, მან მოედანზე 19:50 წუთი გატარა
და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 12-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში, შერმადინმა 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ამავე ტურში იმარჯვა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა", რომელიც სტუმრად "ესტუდიანტესს" შეხვდა და 61:54 აჯობა. ახალგაზრდა ქართველმა 5:37 წუთი ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის ფარს 2-ჯერ შეუტია, საიდანაც 1 ჩააგდო.

ამჟამად ორივე "ქართულ" გუნდს 5 მოგების წილ 6 მარცხი გააჩნია და ცხრილში მე-11-მე-12 ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში, 27 დეკემბერს, "კახასოლი" "ბრუიხას" უმასპინძლებს, ხოლო "სარაგოსა" სტუმრად "უნიკახას" დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული