თორნიკე შენგელია NBA-ს დაუბრუნდა და "ჩიკაგოსთან" ითამაშა

AutoSharing Option
რამდენიმედღიანი განშორების შემდეგ თორნიკე შენგელია NBA-ს დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა განვითარების ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა, სადაც "ბრუკლინ ნეთსის" სატელიტ გუნდ "სპრინგფილდ არმორში" საშუალოდ 17 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს ითვლიდა 29.5 წუთში.

"ნეთსში" დაბრუნებულმა შენგელიამ საშობაო მატჩში ითამაშა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ, თუმცა მას და მის D-ლიგის მეგზურ ტაიშონ ტეილორს მხოლოდ 2.52 წუთი დაუთმეს. ორივე მათგანს 1 მოხსნა და 1 დაკარგვა ჰქონდა, ჩიკაგოელთა ფარისთვის კი არ შეუტევიათ.

ბრუკლინელებმა კი ისევ წააგეს, თან უიმედოდ და საკუთარი ქომაგების თვალწინ. ლიგის არაფრით
გამორჩეულმა "ბულსმა" ბრუკლინში თამაში ისე მოიგო, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია - 95:78.

"ბრუკლინს" 9 მოგება და 19 წაგება აქვს, 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს, ზაზა ფაჩულიას "მილუოკის" წინააღმდეგ ითამაშებს. ფაჩულია ტრავმირებულია და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული