ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ერთმანეთს მოედანზე კვლავ ვერ შეხვდნენ

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გუნდები NBA-ში ერთმანეთის წინაშე უკვე მეექვსედ წარსდგნენ, მაგრამ ქართველებს ერთურთის წინააღმდეგ თამაში ერთხელაც არ მოუწიათ.

საქმე ის არის, რომ ხან "ბრუკლინის" მწვრთნელი არ ათამაშებს შენგელიას, ხან ზაზაა ტრავმირებული და მატჩის გამოტოვება უწევს.

ასე იყო ამჯერადაც: ზაზა ფაჩულიას ფეხის ძვალი აქვს გატეხილი და მკურნალობს. პარასკევს "მილუოკი ბაქსი" მის გარეშე ეწვია "ბრუკლინ ნეთსს" და 93:104 დათმო. შენგელიამ მოედანზე მხოლოდ 34 წამი გაატარა და, ცხადია, ვერაფერი მოასწრო.

მომდევნო დღეს "მილუოკიმ" "მინესოტა" მიიღო და 95:117 დამარცხდა, ხოლო "ბრუკლინმა" სტუმრად
"ინდიანასთან" ვერაფერი გააწყო - 91:105. ამ შეხვედრაში შენგელიას მონაწილეობა არ მიუღია (სათადარიგო იყო).

"მილუოკის" 30 მატჩიდან მხოლოდ 6 აქვს მოგებული, ხოლო "ბრუკლინს" 10 გამარჯვება და 20 წაგება უწერია.

თორნიკე და ზაზა მოედანზე ვერა, მაგრამ მის მიღმა კი ხვდებიან ერთმანეთს. ამას პუბლიკაციის თანდართული ფოტოც მოწმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული