სამწუხაროა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. ქართველ ფორვარდთან ერთად, მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა მოედანზე ტაიშონ ტეილორი არ გაიყვანა.
ბრუკლინელები თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 79:89-ს აგებდნენ, თუმცა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და 93:89 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება - საფინალო სირენამდე 5.8 წამით ადრე სერჟ იბაკამ 93:93 დააფიქსირა.
გადამწყვეტი სროლის შესრულება ჯო ჯონსონმა ითავა, რომელმაც საფინალო
* * *
მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ", რომელმაც "იუტაში" შეხვედრა 87:96 დათმო. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფაჩულია 6 დეკემბერს დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, ზაზა უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს.
4 იანვარს "მილუოკი" ფინიქსში ითამაშებს, ხოლო "ბრუკლინი" "კლივლენდს" უმასპინძლებს.
წყარო: www.gbf.ge