"ბლიჩერ რეპორტი": თორნიკე შენგელია "ბრუკლინის" სუსტი წერტილია

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემა "ბლიჩერ რეპორტმა" "ბრუკლინ ნეთსის" კალათბურთელები შეაფასა NBA-ს სეზონის პირველ ნახევარში.

ჯეისონ კიდის შეგირდთაგან ყველაზე ცუდი შეფასება, სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიამ მიიღო, თუმცა გუნდის ცუდი გამოსვლის გამო შექებით თითქმის არავინ შეუქიათ.

აი, რას წერს გამოცემა ჩვენებურზე:

"თუკი "ნეთსის" თავგადაკლული ფანი არა ხართ, ალბათ, არც გეცოდინებათ ვინ არის თორნიკე შენგელია. მის მეორე სეზონში "ბრუკლინის" სათადარიგოებში ჯორჯიელმა (შტატში არ აგერიოთ) სულ 21 ქულა დააგროვა 15 ნათამაშებ მატჩში.

ყველა განზომილებით, შენგელია არანაირი ფაქტორი არ არის კლუბში"
.

სხვათა შორის, Yahoo-ს სტატისტიკის მიხედვით, იმ 611
კალათბურთელს შორის, რომლებიც სეზონის განმავლობაში კლუბების განაცხადებში იყვნენ, შენგელიას 599-ე რეიტინგი აქვს.

ის საშუალოდ 8,28 წუთს თამაშობს. თამაშიდან 40,9% სიზუსტით ესვრის, საჯარიმოებიდან სროლის პროცენტი კი კატასტროფული აქვს - 37,5%. შენგელია თამაშში საშუალოდ 1,4 ქულას, 0,9 მოხსნას, 0,6 პასს, 0,1 ჩაჭრას და 0,1 დაფარებას აკეთებს.

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" იგორ კოკოშკოვის "კლივლენდი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე კი იმას ვიტყვი,რომ მოვა დრო და შენგელია სადაც იქნება,ყველგან გუნდის ლიდერი იქნება;მალე ჩამოიტოვებს უკან მაგ ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებს.მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი.უნდა გაუძლო თორნიკე!შენი დროც მოვა.
misha magaria!!!
01:22 07-01-2014
0
არა უშავს,პატარაა.გაიზდება,წლოვაება მოემატება,ხანში შევა და ბურთებსაც ჩაყრის.ეეეეეეჰჰ
kola
20:19 06-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული