"ბრუკლინმა" თორნიკე შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვა

AutoSharing Option
7 იანვარს, გამთენიისას, "ბრუკლინ ნეთსმა" მორიგი გამარჯვება "ატლანტასთან" მოიპოვა, თუმცა თორნიკე შენგელია განაცხადში არ იყო. უკვე მეორედ მიმდინარე სეზონში, ქართველი ფორვარდი NBA-ს განვითარების ლიგაში გაუშვეს. შენგელიას "სპრინგფილდ არმორში" ამჯერადაც გაჰყვა ტაიშონ ტეილორი.

მიმდინარე სეზონში, დეკემბრის ბოლოს, შენგელიამ 2 მატჩი ჩაატარა "არმორში" და საშუალოდ 17 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება "ბრუკლინ ნეთსს", შენგელიამ ამ გუნდში 15 მატჩი ითამაშა და საშუალოდ მოედანზე გატარებულ 8.4 წუთში 1.4 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

სავარაუდოდ, ამჯერადაც 2 მატჩს ჩაატარებს შენგელია განვითარების ლიგაში, რის
შემდეგაც "ბრუკლინს" დაუბრუნდება. უახლოესი მატჩი "არმორს" 8 იანვარს, სტუმრად "რენოსთან" ელის.

წყარო: gbf.ge


ასევე იხილეთ:

"ბლიჩერ რეპორტი": თორნიკე შენგელია "ბრუკლინის" სუსტი წერტილია
მკითხველის კომენტარები / 3 /
თორნიკე გული არ გაიტეხო ნბა-ში ფეხის მოკიდება მარტივი არ არის. შენ მაგარი კაცი ხარ და როდესაც უკან დაბრუნდები შენი თავის უნდა ირწმუნო და აგრესიულად უნდა გახვიდე მოედანზე. როცა შენ გუნდში ტელეტოვიჩის კარგ თამაშს ვუყურებ მაგრად მინდა რომ აჩვენო რო უკეთესი ხარ.
dato
00:11 09-01-2014
0
თოკო გული არ გაიტეხო, პრესას ცოტა გაზვიადება უყვარს პრობლემის. შობას გილოცავთ. შენ საქრთველოს ნაკრებს ჭირდები , მთავარი ეგაა.
puma
02:32 08-01-2014
0

სიახლეები პოპულარული