"ბრუკლინმა" თორნიკე შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვა

AutoSharing Option
7 იანვარს, გამთენიისას, "ბრუკლინ ნეთსმა" მორიგი გამარჯვება "ატლანტასთან" მოიპოვა, თუმცა თორნიკე შენგელია განაცხადში არ იყო. უკვე მეორედ მიმდინარე სეზონში, ქართველი ფორვარდი NBA-ს განვითარების ლიგაში გაუშვეს. შენგელიას "სპრინგფილდ არმორში" ამჯერადაც გაჰყვა ტაიშონ ტეილორი.

მიმდინარე სეზონში, დეკემბრის ბოლოს, შენგელიამ 2 მატჩი ჩაატარა "არმორში" და საშუალოდ 17 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება "ბრუკლინ ნეთსს", შენგელიამ ამ გუნდში 15 მატჩი ითამაშა და საშუალოდ მოედანზე გატარებულ 8.4 წუთში 1.4 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

სავარაუდოდ, ამჯერადაც 2 მატჩს ჩაატარებს შენგელია განვითარების ლიგაში, რის
შემდეგაც "ბრუკლინს" დაუბრუნდება. უახლოესი მატჩი "არმორს" 8 იანვარს, სტუმრად "რენოსთან" ელის.

წყარო: gbf.ge


ასევე იხილეთ:

"ბლიჩერ რეპორტი": თორნიკე შენგელია "ბრუკლინის" სუსტი წერტილია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით,ჯობდა 1-2 წელი ევროპის რომელიმე კარგ ლიგაში ეთამაშა და მერე წასულიყო ამერიკაში... მეშინია, ამასაც ცქიტოსავით არ დაემართოს...
ზურა
16:13 07-01-2014
0
თოკო გული არ გაიტეხო, პრესას ცოტა გაზვიადება უყვარს პრობლემის. შობას გილოცავთ. შენ საქრთველოს ნაკრებს ჭირდები , მთავარი ეგაა.
puma
02:32 08-01-2014
0

სიახლეები პოპულარული