თორნიკე შენგელიას 9 ქულა "სპრინგფილდში" და მარცხი ნევადაში

AutoSharing Option
წოდებული დუბლიორთა გუნდი "სპრინგფილდი" სტუმრად "რენო ბიგჰორნს" შეხვდა და დიდი სხვაობით - 79:121 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში D-ლიგაში მესამე მატჩი ითამაშა, შედარებით მოკრძალებული იყო. დეკემბრის ბოლოს ჩატარებულ 2 მატჩში შენგელია საშუალოდ 17 ქულას აგროვებდა, 9 იანვარს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში კი 9 ქულას დასჯერდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27.22 წუთი გაატარა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად, შენგელიამ 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 5-ჯერ
დაკარგა. სპრინგფილდელთა შორის 20 ქულით საუკეთესო დენის ჰორნერი იყო.

4 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთის დივიზიონში "სპრინგფილდი" მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა სპრინგფილდელებს 10 იანვარს, გამთენიისას, ისევ სტუმრად, "აიოვასთან" ელით.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენბაში თუ გსურს თამაში არავის არაფერი არ უნდა დაუთმო მით უმეტეს აფროამერიკულ კლანურ ხრიკებს,თვალში ვინც უთაქა გასცა ღირსეილი ხურდა თუ ჩაისვარა? არავის არ უნდა დაუთმო დიდ სფორტში თორემ დარჩები საქართველოს გუნდების დონეზე მოთამაშე უხერხემლო რიგითი ძველი ბიჭი-ტოო,ორას ლარიანი ხელფასით.
Shavdatuashvili
17:20 09-01-2014
0

სიახლეები პოპულარული