შენგელიამ "რეპტორზთან" 80:96 წაგებული მატჩის ბოლო 4 წუთი ითამაშა და 2 ქულის მოგროვება მოასწრო.
ბრუკლინელებმა 5 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, რომლის პერიოდშიც საამაყო გამარჯვებები მოიპოვეს ლიგის ლიდერებთან - "ოკლაჰომასთან" და "მაიამისთან".
"ნეთსი" ლიდერების გარეშე თამაშობდა. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარა დერონ უილიამსი, კევინ გარნეტი და საოპერაციოდ გამზადებული ბრუკ ლოპესი.
4 წუთში შენგელიამ მხოლოდ 1 ორქულიანი, ისიც ზუსტად შეასრულა. სხვა
საუკეთსო შედეგი პოლ პირსმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულებს კი დემარ დეროზანმა ულიდერა 27 ქულით.
15 მოგებითა და 21 წაგებით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 იანვარს ატლანტაში ელის.
წყარო: gbf.ge