- ჩიკაგოში სამშაბათს გავემგზავრები. ვფიქრობ, იმავე დღეს მომიწევს გუნდთან შეხვედრა და სავარაუდოდ, ვარჯიშიც.
- ნებისმიერ ტრანსფერს ახლავს დადებითი და უარყოფითი ნიუანსები. ამ შემთხვევაში დადებითი უნდა ჭარბობდეს...
- ნამდვილად კარგია, რომ "ჩიკაგო" გამოჩნდა. ამ გუნდისადმი თავიდანვე სიმპათიით ვიყავი განწყობილი და მიმაჩნია, რომ სათამაშო სტილითაც, ვარჯიშების სისტემითაც სწორედ ისაა, სადაც არ უნდა გამიჭირდეს.
იმედი მაქვს, "ჩიკაგო ბულსს"
- "ბრუკლინთან" შედარებით, "ჩიკაგოში" ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენცია არ არის.
- "ნეთსში" მართლაც რთული იყო გამოცდილი ფორვარდების კონკურენციის დაძლევა. "ბულსშიც", რა თქმა უნდა, არის 3-4 კარგი ფორვარდი, როგორც მესამე ნომრის, ასევე მეოთხის ამპლუაში. მეც ამ ორ პოზიციაზე მომიწევს თამაში და ვიმედოვნებ, გუნდს მალე შევეწყობი.
- "ბრუკლინის" დატოვების გამო გული ხომ არ გწყდება?
- აქ წელიწადნახევარი გავატარე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრს დავუახლოვდი და ამ მხრივ, მართლაც მენანება ბრუკლინის დატოვება. საპირისპიროდ, ნამდვილად არ ვნანობ გუნდთან განშორებას, როცა ვიხსენებ, რომ თამაში იშვიათად მიწევდა.
- ზაზა ფაჩულიასთანაც ახლოს იქნები - მილუოკი და ჩიკაგო ხომ მეზობელი ქალაქებია.
- ზაზამ რომ გაიგო, "ჩიკაგოში" გადავდიოდი, გაუხარდა, ხშირად შევხვდებითო. თუ თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, ერთმანეთს ტრიბუნებიდანაც ვუქომაგებთ.
- ახალი გუნდის წარმომადგენლებთან მაისურის ნომერზე ხომ არ გისაუბრია?
- ჯერ არა. საქართველოს ნაკრებში 23-ე ნომრად ვთამაშობ და "ბულსშიც" სიამოვნებით ჩავიცვამდი, მაგრამ... რაც შეეხება მე-20 ნომერს, უკვე დაკავებულია. ასე რომ, ახალი ნომრის არჩევა მომიწევს.
- "ბრუკლინმა" ბოლო შეხვედრა ლონდონში ჩაატარა. 8 წუთი ითამაშე და "ატლანტა" 127:110 დაამარცხეთ.
- ვფიქრობ, NBA-ს თუნდაც ერთი მატჩის ევროპის კონტინენტზე გადმოტანა კალათბურთის განვითარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია.
გუნდებს ქომაგები ამერიკიდანაც ჩამოჰყვნენ, მათ ევროპელებიც დაემატნენ და ძალიან კარგი სანახაობა გამოვიდა. დადებითი მომენტი იყო ისიც, რომ ლონდონში 5 დღე გავატარეთ და ქალაქის დათვალიერება კარგად მოვასწარით.
- "ჩელსის" ბაზაზე სხვა ბრუკლინელებთან ერთად შენც ლურჯი მაისურა დაგახვედრეს, წარწერით - შენგელია.
- ესპანეთში "ბარსელონას" ვქომაგობ, ინგლისში - "ჩელსის". გუნდის მუზეუმისა და ბაზის დათვალიერება ძალიან საინტერესო იყო. "ჩელსის" მაისურა კი ჩემს სახლში საპატიო ადგილს დაიჭერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შენგელიას აგენტი: ყველაფერი თავად თორნიკეზეა დამოკიდებული
თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" - იქ, სადაც ჯორდანი თამაშობდა