შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსა" ბასკეთში დამარცხდა

AutoSharing Option
არაგონის "სარაგოსა" ვიტორიაში ჩავიდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში "ლაბორალ კუტხას" წინააღმდეგ ითამაშა.

სარაგოსელები საპლეიოფო რვაეულის ზღვართან არიან და ბასკეთში მოგებაც ძალიან სჭირდებოდათ, თუმცა ლაბორალელებმა ბოლო პერიოდში დაამტკიცეს, რომ შემთხვევით არ არიან სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში და "სარაგოსა" 92:83 დაამარცხეს.

არაგონელ ქართველებს - ვიქტორ სანიკიძესა და გიორგი შერმადინს სათამაშო დრო ჩვეულებრივზე ნაკლები ჰქონდათ.

ვიქტორმა 13 წუთში 1 პასი მიითვალა, ხოლო გიორგიმ - 16 წუთში 13 ქულა და 4 მოხსნა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

ვიტორიული
მარცხის შემდეგ "სარაგოსას" 8-8 მოგება-წაგება მოუგროვდა და რვაეულიდან ქვემოთ დაეშვა.

მოგება-წაგებათა ასეთივე მაჩვენებელი აქვთ "კახასოლს", "ხუვენტუდს" და არაგონელებთან ერთად მეცხრე-მეთერთმეტე ადგილებს ინაწილებენ.

მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ სევილიის "კახასოლის" ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს. მისმა გუნდმაც სტუმრად ითამაშა და "ხუვენტუდთან" ცხრა ქულის სხვაობით იმარჯვა - 74:65.

სევილიელების მხრიდან ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩეხმა ტომას სატორანსკიმ ჩააგდო. ბურჯანაძემ 3 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი სტყორცნა, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული