სარაგოსელები საპლეიოფო რვაეულის ზღვართან არიან და ბასკეთში მოგებაც ძალიან სჭირდებოდათ, თუმცა ლაბორალელებმა ბოლო პერიოდში დაამტკიცეს, რომ შემთხვევით არ არიან სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში და "სარაგოსა" 92:83 დაამარცხეს.
არაგონელ ქართველებს - ვიქტორ სანიკიძესა და გიორგი შერმადინს სათამაშო დრო ჩვეულებრივზე ნაკლები ჰქონდათ.
ვიქტორმა 13 წუთში 1 პასი მიითვალა, ხოლო გიორგიმ - 16 წუთში 13 ქულა და 4 მოხსნა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
ვიტორიული
მოგება-წაგებათა ასეთივე მაჩვენებელი აქვთ "კახასოლს", "ხუვენტუდს" და არაგონელებთან ერთად მეცხრე-მეთერთმეტე ადგილებს ინაწილებენ.
მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ სევილიის "კახასოლის" ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს. მისმა გუნდმაც სტუმრად ითამაშა და "ხუვენტუდთან" ცხრა ქულის სხვაობით იმარჯვა - 74:65.
სევილიელების მხრიდან ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩეხმა ტომას სატორანსკიმ ჩააგდო. ბურჯანაძემ 3 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი სტყორცნა, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"