თორნიკე შენგელიას დებიუტი "ჩიკაგო ბულსში" ისევ გადაიდო

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულსში" თორნიკე შენგელიას დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

25 იანვარს, გამთენიისას, ჩიკაგოელებმა "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლეს და ეს იყო მეორე შეხვედრა, რაც ქართველი ფორვარდი ახალ გუნდში მივიდა, თუმცა მწვრთნელმა შენგელია ისევ არ ათამაშა.

საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

რაც შეეხება შეხვედრას, "ჩიკაგომ" 95:112 წააგო. ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 12 ქულა იყო და "ხარებს" მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ლოსანჯელესელებმა არ დათმეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"ჩიკაგოში" საუკეთესო იოაკიმ ნოა იყო 12
ქულა-13 მოხსნა-7 პასით. 22 ქულა დააგროვა კარლოს ბუზერმა, ხოლო მაიკ დანლივიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

კიდევ ერთ მეფარე ტაჯ გიბსონს, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა, ჩიკაგოელებს 18 ქულა შესძინა.

"ბულსს" 21-21 მოგებ-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში "ვაშინგტონთან" V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ჩიკაგოელები 26 იანვარს, შარლოტში გამართავენ.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ იტყუებით,შენგელია განაცხადში არ ყოფილა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული