მოედანზე დაბრუნებულ ფაჩულიას მწვრთნელი ყოველ მომდევნო შეხვედრაში სათამაშო დროს უმატებს, ქართველი კი თავის მხრივ გაუმჯობესებული შედეგიანობით აბრუნებს ხურდას.
ფაჩულიამ დღეს, გამთენიისას ორმაგი დუბლი მოაგროვა. "მილუოკი" დასავლეთის ძლევამოსილ გუნდ "ჰიუსტონს" მასპინძლობდა და ბოლომდე იბრძოლა, მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ საწადელი ვერ აიხდინა.
ჯეიმს ჰარდენის და დუაიტ ჰოვარდის წინამძღოლობით ჰიუსტონელებმა მილუოკიში 101:95 იმარჯვეს.
ჯარიმების აცილებით განთქმულმა ჰოვარდმა ბოლო
ფაჩულია სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 29,27 წუთი გაატარა. ზაზას ბურთი არ აუცელია - 5-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 12 ქულას ფაჩულიამ 10 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. ფაჩულიასთან ერთად კარგად ითამაშეს ბრენდონ ნაითმა (23 ქულა) და კრის მიდლტონმა (20), მაგრამ ჰიუსტონელთა ძლევისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
"მილუოკის" 9 მოგების წილ 41 მარცხი აქვს და მყარად უკავია როგორც აღმოსავლეთ კონფერენციის, ისე სრულიად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ადგილი. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 10 თებერვალს, შინ "ბოსტონთან" ელის.
წყარო: gbf.ge