აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 38 წუთი დაჰყო.
ამ დროის განმავლობაში მისმა მონაგარმა 8 ქულა, 2 გადაცემა და 7 მოხსნა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ეს "მილუოკი ბაქსის" 43-ე მარცხია და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ გათამაშებაში ქართველი კალათბურთელის გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ ზონაში ბოლო ადგილზე იმყოფება.
წარმატებები