თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო ბულსმა" "გოლდენ სტეიტი" გაანადგურა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მოგებას მოგებაზე იხვეჭს.

მორიგი გამარჯვება "ბულსმა" დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ "გოლდენ სტეიტთან" მოიპოვა.

ჩიკაგოელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 20 ქულის სხვაობით - 103:83 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 2:07 წუთით გამოჩნდა. შენგელიამ ამ დროში 1 მოხსნის მოხვეჭა მოასწრო, 1 სროლა კი ააცილა. საუკეთესო კი ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა დააგროვა. კარლოს ბუზერმა და მაიკ დანლივიმ 15-15 ქულა დააგროვეს.

"ჩიკაგოს" 31 მოგების წილ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგი მატჩი
შენგელიას გუნდს 28 თებერვალს ტეხასში, "დალასთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული