ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ინდიანასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" ბოლო 5 დღეში მეორედ შეხვდა NBA-ს ერთ-ერთ ლიდერ "ინდიანას" - ამჯერად სტუმრად და ბრძოლაში 5 ქულით დამარცხდა - 96:101.

ქართველმა ცენტრმა, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ, თავის ინდიანელ ოპონენტთან შედარებით, შედეგიანობა ვერ გამოიჩინა.

ზაზამ 8 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაყოლა. რაც შეეხება მის ოპონენტ როი ჰიბერტს, ინდიანელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი - 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

"მილუოკისთვის" ეს იყო 46-ე წაგება 57-ე მატჩში. მორიგ მატჩს ლიგის აუტსაიდერები 1-ელ მარტს, შინ "ბრუკლინთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული