იცით, ამ შეხვედრაში კიდევ რა იყო ქართველთათვის აღსანიშნავი? - "გრან კანარიას" განაცხადში მოხვდა 17 წლის ვილი ისიანი, თუმცა მწვრთნელმა მისი მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვილი ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლის განაცხადში გამოჩნდა, იმედს გვაძლევს... სწორედ ასე იწყებდნენ თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.
თორნიკეს უმაღლეს დონეზე დებიუტი "ვალენსიას" მაისურით ჰქონდა. შენგელია სწორედ ამ გუნდს ეთამაშა პარასკევს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"