ქართველები ესპანეთში: ვილი ისიანის გამოჩენა და თორნიკე შენგელიას ოციანი

AutoSharing Option
9 ნოემბერს თორნიკე შენგელიამ "გრან კანარიასთან" სტუმრად ითამაშა, 25 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. მისმა "ბასკონიამ" კანარელებთან 77:93 დათმო.

იცით, ამ შეხვედრაში კიდევ რა იყო ქართველთათვის აღსანიშნავი? - "გრან კანარიას" განაცხადში მოხვდა 17 წლის ვილი ისიანი, თუმცა მწვრთნელმა მისი მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვილი ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლის განაცხადში გამოჩნდა, იმედს გვაძლევს... სწორედ ასე იწყებდნენ თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.

თორნიკეს უმაღლეს დონეზე დებიუტი "ვალენსიას" მაისურით ჰქონდა. შენგელია სწორედ ამ გუნდს ეთამაშა პარასკევს
ევროლიგაზე და 20 ქულა ჩაუგდო (25 წუთში). მისი სნაიპერობა "ბასკონიას" ვალენსიელთა დასამარცხებლად არ ეყო - 69:79.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვილი ისიანი ფეხბურთშიც არის და კალათბურთშიც, იქ კიდევ ერთი ისიანი დინამოს დუბლების და ნაკრების მეკარე და გია ისიანი დილაში აოე ტო რამდენი ხართ:)))
sio sio
16:35 10-11-2014
0
ისიანის წარმატება ძალიან გვახარებს, ისე რამდენია არიან:)
legenda
16:31 10-11-2014
0

სიახლეები პოპულარული