ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" NBA-ს ლიდერი დაამარცხა

AutoSharing Option
კალათბურთელი ბურთს რომ ჩააგდებს და თან მეტოქეს დააჯარიმებს, ამერიკელები ამბობენ - AND 1. ეს სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: "...და ერთი", რაც იმას ნიშნავს, რომ ორქულიანის რეალიზების შემდეგ შემტევი საჯარიმოს ხაზზე უნდა დადგეს და ერთი ტყორცნაც მიაყოლოს.

ჰოდა, სწორედ ასე მოიქცა "მილუოკელი" ბრენდონ ნაითი "მემფის გრიზლისთან" შეხვედრის ბოლოსწინა წამზე: AND 1. ...და ერთი ქულის სხვაობით გამარჯვება - 93:92. ბოლო კომბინაციის დაგვირგვინებაში დიდი წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც იმდენად კარგად დააყენა ბლოკი, რომ ნაითს მეურვე რამდენიმე ნაბიჯით ჩამოაშორა.

სხვათა შორის, ეს იყო "მემფისის"
პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში. მას 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

"მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა 15 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარ ზაზ
fanat
14:24 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული