ევროლიგაში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ლევან ფაცაცია კარიერას რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდში" გააგრძელებს. ეს გუნდი რუსულ პირველობაზე ერთ-ერთი გამორჩეულია, ხოლო ვითიბი ლიგაზე ჯერაც წაუგებელია.

"ნიჟნი ნოვგოროდი" ევროლიგაზეც თამაშობს და ტოპ-16-ში მოხვედრისთვის იბრძვის. მას ლატვიის ნაკრების თავკაცი აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომელთანაც ლევან ფაცაცია "სოხუმში" მუშაობდა.

სხვათა შორის, ბაგაცკისი შარშანწინ უკრაინულ "ბუდიველნიკთან" ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც სასტარტო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იყო.

მიმდინარე სეზონი ლევან ფაცაციამ საქართველოს სუპერლიგაში დაიწყო, "შსს აკადემიას" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული