უკრაინელმა ფეხბურთელმა ჰიმნისას რუსეთის დროშას გვერდი აქცია - ამას ქართველი თუ გაბედავდა?

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის მე-7 ტურის მატჩის დაწყების წინ "სოჩისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელები რუსეთის ჰიმნზე დროშის მხარეს დადგნენ, ამ დროს კი სტუმართა გუნდის უკრაინელი მცველი ვიტალი ფედორივი დემონსტრაციულად შებრუნდა.

30 წლის ფედორივი კიევის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "გოვერლაში", "ოლიმპიკში", "კრივბასში" და რუსულ "ამკარში".

"ნიჟნი ნოვგოროდში" ვიტალი შარშან გადავიდა.

ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ასეთი რამის გაკეთება რომელიმე ქართველ ლეგიონერს თუ მოაფიქრდებოდა და თუ გაბედავდა?

alt"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგიდან პაოკ-მა გამოაგდო, ხაჩერიდიმ გულშემატკივრებს ნიშნისმოგებით უკრაინის ნაკრების წვივსაფარი აჩვენა

altუკრაინის ნაკრებმა ჩეხეთში სასტუმრო "მოსკვაში"

დაბინავებაზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 26 /
რატომ ბლოკავთ კომენტარებს ალბათ ჯიქიაზე და სხვა ქართველ ფეხბურთელებზე ვინც რუსეთში თამაშობენ თქვენ წერთ უდიერად სთათუსქოს სახელით..თუ არა პატარა არსებაა ეკრანის უკან
ადმინისტრაციას
13:28 20-08-2018
0
ესეც კაი პეტრიაშვილი აღმოჩნდა,ბოდიში მოიხადა და პატივს ვცემო რუსეთის დროშასო.
სეუ
22:25 19-08-2018
0

სიახლეები პოპულარული