ინტერნეტ-გაურკვევლობა ვილი ისიანის ირგვლივ

AutoSharing Option
ორშაბათის "ლელოში" დავწერეთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ორი ქართველი კალათბურთელის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს - ვილი ისიანის "გრან კანარიამ" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" უმასპინძლა. ვილი პირველად შეიყვანეს უმაღლესი ლიგის განაცხადში, რაც უთუოდ სასიამოვნო ფაქტია.

ამ მატჩიდან მესამე დღეს გამოცემა "ევრობასკეტმა" სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა - ვილი ისიანი "ლებ ვერცხლის" წარმომადგენელ "კანარიასში" გადავიდაო. "ლებ ვერცხლი" ესპანეთის რიგით მესამე ლიგაა. მასში 17 წლის ახალგაზრდის გადასვლა სათამაშო პრაქტიკის მიზნით, შესაძლოა, სარწმუნო ჩანდეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქმე უბრალო შეცდომასთან გვაქვს.

გუშინ თავად ვილის შევეხმიანეთ და ამ ამბის შესახებ
ვკითხეთ. ალბათ, ძველი ინფორმაციაა, იმ პერიოდისა, "გრან კანარიაში" რომ გადმოვედიო, - გვითხრა ისიანმა და დასძინა: ჩემს გუნდში ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და არსად წასვლას ვაპირებო.

ვილი "გრან კანარიას" 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ესპანეთის ჭაბუკთა ჩემპიონატში თამაშობს; ასევე, ასპარეზობს მეოთხე ლიგაში დუბლშემადგენლობასთან ერთად და როცა რომელიმე კანარიელი ვერ ეხმარება, უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "გრან კანარიაშიც" იხმობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული