გიორგი შერმადინი იტალიურ "კანტუში" გადადის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი იტალიურ "კანტუში" გადადის სათამაშოდ, სადაც ადრეც ასპარეზობდა.

გიორგი სექტემბრის შემდეგ "სარაგოსასთან" ერთად ემზადებოდა და გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს მტკივან მუხლზე. ახლახან ქართველი ცენტრი დაემშვიდობა სარაგოსელებს და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, "სარაგოსამ" ქართველ კალათბურთელს მომავალ კარიერაში წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სექტემბერში გაირკვა, რომ მას მუხლი კიდევ 2 თვე თამაშის საშუალებას არ მისცემდა. ასე რომ, კონტრაქტი გაბათილდა, თუმცა ჩვენებურს გუნდში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის გავლის უფლება მისცეს.

იტალიური მედია იუწყება, რომ დღე-დღეზე
სერია A-ს "კანტუ" შერმადინის აყვანას ოფიციალურად გამოაცხადებს და ეს "კანტუს" თავკაც სტეფანო საკრპიპანტისთვის ნაადრევი საშობაო საჩუქარი იქნება. "კანტუ" ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული