თორნიკე შენგელიამ "ცრვენა ზვეზდას" ევროლიგაზე 20 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ევროლიგის "ქართულმა" კლუბებმა 13 ნოემბერს საკუთარ მოედანზე წააგეს მე-5 ტურის მატჩები: ვიქტორ სანიკიძის "უნიქსი" რუსულ დერბიში 73:79 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან".

ქართველი ფორვარდის სტატისტიკა მოკრძალებული იყო - 15 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი.

სამაგიეროდ, გაგვახარა "კახა ლაბორალის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ. მან 34 წუთზე მეტი დაჰყო მოედანზე, 14-დან 6-ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო გამოიყენა და 20 ქულას მოუყარა თავი, რასაც 5 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება დაუმატა.

თუმცა თორნიკეს კარგმა თამაშმა ესპანურ კლუბს ვერ უშველა. მან ერთი
ქულით მოიგო პირველი მეოთხედი "ცრვენა ზვეზდასთან", მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, სერბები უკან მოუხედავად გაიქცნენ და 20 ქულით მოიგეს - 86:66.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლოს გააკეთა განწირული სროლები,ისე კი მარტლა კარგად ითამაშა
giorgi
16:23 14-11-2014
0
ყოჩაღ თოკო.. ეგრე გააგრძელე.. თამაში და პრაქტიკა გესაჭიროება ეხლა და უკეტესად ატამაშდები
dave
10:07 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული