საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თავის კლუბ "მილუოკის" ფლორიდაში ბოლო წლების NBA-ს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, "მაიამის" დამარცხებაში დაეხმარა.
მატჩის პირველ ნახევარში მოპოვებული ლიდერობა მილუოკელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 91:84 გაიმარჯვეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ძირითად ცენტრ ლარი სანდერსზე მეტი დრო გაატარა. 25:17 წუთში ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზას საბოლოო ჯამში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.
მილუოკელთაგან 20 ქულით
ამ გამარჯვებით "მილუოკი" სწორედ "მაიამის" გაუთანაბრდა და ახლა მასსავით 5 მოგებასა და ამდენივე წაგებას ფლობს. შესაბამისად, ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6-მე-7 ადგილებს იყოფენ.
მომდევნო მატჩი "მილუოკის" 18 ნოემბერს, შინ "ნიუ იორკთან" ელის".
წყარო: gbf.ge