გიორგი სეზონის დასაწყისში ესპანურ "სარაგოსაში" ჩაირიცხა, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას ნაოპერაციები მუხლი ბოლომდე მორჩენილი არ აღმოჩნდა და წინასწარი კონტრაქტიც გაუქმდა.
ნოემბრის შუამდე იგი ესპანეთში იყო და "სარაგოსას" ბაზაზე გადიოდა რეაბილიტაციას. გასულ კვირას კი ქართველმა ცენტრმა არაგონელებს მადლობა გადაუხადა და იტალიაში გაფრინდა.
- "კანტუში" 2011-12 წლების სეზონში გამოვდიოდი, - გვითხრა შერმადინმა. - ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში. მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერი ბოლომდე მენდობოდა და გუნდთან ერთად წარმატებით
გიორგიმ ისიც დასძინა, რომ მას იტალიაში თბილად შეხვდნენ და ჩანს, რომ ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებენ.
- ჯერ სათანადო ფორმაში არა ვარ, თუმცა მთავარია, ტრავმა მოვიშუშე და ნელ-ნელა კონდიციებსაც გავიუმჯობესებ. შარშანდელი გაზაფხულის შემდეგ მოედანზე მხოლოდ სავარჯიშოდ გამოვდივარ. თამაშის დროა! - ესეც შერმადინის სიტყვებია.
ამასობაში შერმადინი იტალიურ "კანტუში" წარადგინეს და გუნდის 19-ნომრიანი მაისურაც გადასცეს. აი, რა თქვა კლუბის პრეზიდენტმა ანა კრემასკოლიმ:
- მოხარული ვარ გიორგის დაბრუნებით. იგი დიდებული კალათბურთელია, ჩვენი გუნდის დახმარება შეუძლია. მეტსაც ვიტყვი: შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც "კანტუში" ჩემი პრეზიდენტობისას უთამაშია. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა "კანტუში" გიორგის დამატების შესაძლებლობა.
ახლა გუნდის მთავარ მწვრთნელ სტეფანო საკრიპანტის მოვუსმინოთ:
- რას ვიტყვი შერმადინის მოსვლის შესახებ? საოცარია, რომ ასეთ დროს მისი დამატების შესაძლებლობა მოგვეცა. მაღალი დონის კალათბურთელია. გიორგი გამოცდილებას შეგვმატებს და გუნდის თამაშს დააბალანსებს. დიდად დაგვეხმარება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ახლა მთავარია, მალე მოერგოს "კანტუს" მექანიზმს.
რა გვითხრა იტალიაში ჩასულმა გიორგიმ, პუბლიკაციის დასაწყისში წაიკითხეთ. აქ კი იტალიურიდან ვთარგმნოთ სიტყვები, რომლებიც შერმადინმა იტალიური პრესისთვის გაიმეტა:
- არასოდეს დამავიწყდება "კანტუში" გატარებული დრო. ორიოდე წლის წინათ ეს გუნდი დამეხმარა პროფესიულ ზრდაში და იმედი მაქვს, ამჯერადაც წინსვლის კარგი საშუალება მომეცემა.
კომპანიონებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. მოუთმენლად ველი თამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"