სანიკიძემ მადრიდში "რეალს" მოუგო, შენგელიამ ვიტორიაში - "ოლიმპიაკოსს"

AutoSharing Option
ევროლიგის მორიგ ტურში ეფექტური მოგებები მიითვალეს ქართველთა გუნდებმა.

ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" მადრიდში "რეალი" 85:75 დაამარცხა, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში - "ოლიმპიაკოსი" (89:70), ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ თელ-ავივში - "მაქაბი" (84:61).

შენგელია "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო: 28 წუთი, 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

სანიკიძემ მადრიდში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, ხოლო მარკოიშვილი ტრავმის მოშუშების შემდეგ ცსკა-ს ისრაელში კი გაჰყვა, მაგრამ მწვრთნელმა მისი განაცხადში შეყვანით მაინც არ გარისკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ ნეტა მართლა სანიკიძეს მოეგო.
sabonis
15:28 28-11-2014
0

სიახლეები პოპულარული