გიორგი შერმადინის "კანტუ" "პისტოიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდმა იტალიის სერია A-ში დასანანი მატჩი წააგო.

"კანტუ" პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით ამარცხებდა "პისტოიას", თუმცა მეორე ნახევარში ეს ლიდერობა გაანიავა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ხუთწუთეულში კი კანტუელები 76:80 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში 19 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი
იყო, სტუმართა გამარჯვებაში კი ლომის წილი 25 ქულით ჯილბერტ ბრაუნმა დაიდო.

კანტუელებს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და მე-10 ადგილზე დაქვეითდნენ. შემდეგ ტურში, 14 დეკემბერს შერმადინის გუნდი "დ'ორლანდოს" დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული