ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში კანტუელებმა ფრანგულ "დიჟონს" უმასპინძლეს და ანგარიშით 89:63 იმარჯვეს.
ამ მოგებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა. ბოლო ტურში "კანტუ" ბელგიურ "ოსტენდეს" ხვდება და რომც წააგოს, მე-4 ადგილზე დაბლა მაინც ვერ ჩამოვა.
კანტუელებმა იცოდნენ "დიჟონთან" მატჩის ფასი. ფრანგულ კლუბს მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ შერმადინის გუნდმა იოლად იმარჯვა. მასპინძლებმა ყველა მეოთხედი საშუალო სხვაობით მოუგეს დიჟონელებს, რამაც საბოლოოდ 26-ქულიანი ლიდერობა განაპირობა.
შერმადინი სასტარტო
კანტუელთაგან 31 ქულით საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახლდათ, რომელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა შემატა "კანტუს" ერიკ უილიამსმა. დიჟონელთაგან 13 ქულით საუკეთესო ერიკ ჯოზეფი იყო, 12 ქულა კი ირვინ უოლკერმა დააგროვა.
4 მოგებით და 3 მარცხით კანტუელები ჯგუფში მე-4 ადგილზე არიან. ბოლო ტურში, 17 დეკემბერს ისინი ბელგიაში "ოსტენდეს" შეხვდებიან.
წყარო: gbf.ge