ქართველი ცენტრი კანტუელთა გუნდის სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. "კანტუში" შერმადინზე უკეთესი შედეგი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა დააგროვა.
"კანტუს" 4 მოგება და 6 მარცხი აქვს და ამ შედეგით სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს შერმადინის გუნდი "ვენეციას" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge