გიორგი შერმადინის 12 ქულა და 7 მოხსნა "კანტუს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის კარგი თამაშის მიუხედავად, "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა "დორლანდოსთან" წააგო.

ქართველი ცენტრი კანტუელთა გუნდის სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. "კანტუში" შერმადინზე უკეთესი შედეგი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა დააგროვა.

"კანტუს" 4 მოგება და 6 მარცხი აქვს და ამ შედეგით სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს შერმადინის გუნდი "ვენეციას" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული