გიორგი შერმადინის "კანტუმ" ბელგიაში წააგო

AutoSharing Option
ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის "კანტუმ" ბელგიაში, "ოსტენდესთან" 77:83 წააგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა.

ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მის მოსაგებად იტალიურმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

ბოლო მეოთხედის წინ კანტუელები 6 ქულით - 59:53 იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და 30:18-ით მოგებული ათწუთეულის შემდეგ გამარჯვება გაიფორმეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 7:24 წუთით გამოჩნდა. მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ფარიდან 3 ასხლეტილი ბურთი
მოხსნა.

კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა - 16 ქულა.

"კანტუმ" საბოლოოდ 4 მოგებითა და 6 წაგებით ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც J ჯგუფში მოხვდა რუსულ "ხიმკისთან", ბერძნულ პაოკ-თან და ევროლიგის B ჯგუფის მე-6-ადგილოსანთან, რომელიც ან ხორვატიული "ცედევიტა" იქნება, ან - ბელგიური "ლიმოჟი".

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული