ქართველი ლეგიონერის "კანტუ" ჩემპიონატის ლიდერ "ვენეციას" ხვდებოდა, რომლის დამარცხების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვებამდე ვერ მივიდა. დაძაბულ ფინალში გამარჯვება ვენეციელებმა მოიპოვეს - 77:73.
შერმადინმა მოედანზე 20 წუთი დაჰყო და 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად ამერიკელი კალათბურთელები - დარიუს ჯონსონ-ოდომი (23 ქულა) და დექუან ჯონსი
"კანტუს" 4 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და უკვე სახიფათო ზონაშია, რადგანაც 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილი უკავია. მე-12 ტურში, რომელიც 26 დეკემბერს შედგება, შერმადინის გუნდი სტუმრად "კრემონას" ეთამაშება.
წყარო: gbf.ge