თორნიკე შენგელიას კარგი თამაში "ლაბორალს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

ქართველი ფორვარდის "კუჩა ლაბორალი" სტუმრად "მურსიას" ეთამაშებოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოახერხეს - 93:88.

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. 16 ქულით თორნიკე ვიტორიული გუნდის ბომბარდირი გახდა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე უკეთესი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23:01 წუთში კი 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ოთხივე
საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ბერტანსი (14), ჯეიმსი (13) და აივერსონი (12) ასცდნენ, მურსიელებს კი ვუდმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 26 ქულას მოუყარა.

შენგელიას გუნდს 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და ესპანურ პრიმერადივიზიონში, სადაც 18 გუნდი თამაშობს, მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 28 დეკემბერს, "ლაბორალი" "სევილიას" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული