ქართველი ფორვარდის "კუჩა ლაბორალი" სტუმრად "მურსიას" ეთამაშებოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოახერხეს - 93:88.
შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. 16 ქულით თორნიკე ვიტორიული გუნდის ბომბარდირი გახდა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე უკეთესი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23:01 წუთში კი 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ოთხივე
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს ბერტანსი (14), ჯეიმსი (13) და აივერსონი (12) ასცდნენ, მურსიელებს კი ვუდმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 26 ქულას მოუყარა.
შენგელიას გუნდს 5 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და ესპანურ პრიმერადივიზიონში, სადაც 18 გუნდი თამაშობს, მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 28 დეკემბერს, "ლაბორალი" "სევილიას" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge