გიორგი შერმადინის "კანტუ" სტუმრად "ვანოლისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარცხი განიცადა. კანტუელები სტუმრად "ვანოლის" შეხვდნენ და 63:71 წააგეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა და საბოლოოდ 1 მოხსნას დასჯერდა.

4 მოგებითა და 8 მარცხით "კანტუ" 16-გუნდიან სერია A-ში მე-14 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას შერმადინის გუნდი 29 დეკემბერს შინ "გრისინთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული